პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელი : სითხის ზედაპირული დაჭიმულობის გამოკვლევა
პროექტის აქტუალურობა: აღნიშნული საკითხი მე-8 კლასის სახელმძღვანელოში სიღრმისეულად არ არის განხილული; რჩება არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა; მათ შორის ზედაპირული დაჭიმულობის ძალის წარმოქმნის მექანიზმი. არ არის განხილული დამოკიდებულება ძალასა და ზედაპირული დაჭიმულობის კოეფიციენტს შორის; ასევე ზედაპირული დაჭიმულობის ენერგია; არც ის, თუ რაზეა დამოკიდებული კაპილარულ მილში სითხის აწევის სიმაღლე. თუმცა სახელმძღვანელოში მოცემულია ამოცანა რომლის ამოხსნა აღნიშნულის ცოდნას მოითხოვს. ამ საკითხის, პროექტის ფარგლებში, განხილვის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ როგორც მსგავსი ამოცანების ამოხსნას, ასევე გაეცნობიან თუ,  სად და როგორ გამოადგებათ იმის ცოდნა სითხე დამსველებელია თუ არადამსველებელი, რა მნიშვნელობა აქვს კაპილარობას ბუნებასა და ტექნიკაში.

პროექტი მიზანი: მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         რჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს 
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).

კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ;   აღრიცხავს მონაცემებს;
·         აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის 
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 


კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·         იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 


კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.


პროექტის მოკლე აღწერა : თემის გაცნობისას მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს წყლის ზედაპირულ;ი დაჭიმულობის გამოყენების მნიშვნელობა
პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები შეისწავლიან:
ა. რა სიდიდეებზე და  როგორ არის დამოკიდებული სითხის ზედაპირული დაჭიმულობის  ძალა;
ბ. რა სიდიდეებზე და  როგორ არის დამოკიდებული სითხის ზედაპირული ენერგია;
გ. რა სიდიდეებზე და  როგორ არის დამოკიდებული სითხის ზედაპირული დაჭიმულობის კოეფიციენტი;
დ. როგორ განვსაზღვროთ  წყლის ზედაპირული დაჭიმულობის კოეფიციენტი სხვადასხვა მეთოდით;
ე. როგორ და რაზე არის დამოკიდებული კაპილარულ მილში წყლის აწევის სიმაღლე;
ვ. კაპილარული მოვლენების მნიშვნელობა ბუნებასა და ტექნიკაში (მედიცინა, აგრონომია, მშენებლობა)
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი, მე-8 კლასი
ვადები : 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაციის შესწავლა, დამხმარე ლიტერატურის მოძიება,  ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული ფოტო მასალის გამოფენა, პრეზენტაცია, ელ. ვერსიის შექმნა, შესრულებული სამუშაოს ანალიზი
მოსალოდნელი შედეგები: ფოტო გამოფენა, სლაიდ შოუ, ბლოგი, პროექტი
სარგებელი სხვებისთვის: ინფორმაცია ფართო მასებისთვის, დაინტერესება სითხის ზედაპირული დაჭიმულობის მნიშვნელობით ბუნებასა და ტექნიკაში
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ფიზიკა,  ბიოლოგია, გეოგრაფია
პროექტის ფასილიტატორის სახელი:  ხათუნა ჩხაიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:  khatunachkhaidze3@gmail.com
პროექტის ფორუმი: წყლის ზედაპირული დაჭიმულობის გამოკვლევა
პროექტის გეგმაhttps://docs.google.com/spreadsheets/d/1jwmK_D1hyG5e7oO7NgF97Flza3xbULDIuIpgGEzpp3A/pubhtml?gid=1647117457&single=true

No comments:

Post a Comment