გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
მთავარი თემა
სითხის ზედაპირული დაჭიმულობა. გინახავთ, როგორ დადის ზოგიერთი მწერი  წყლის ზედაპირზე? იცით, რომ წყლის ბუნებრივი ფორმა სფეროა?
მნიშვნელობა, აქტუალობა
ზედაპირული დაჭიმულობისა და კაპილარული მოვლენების ცოდნის გამოყენება ყოფაცხოვრებასა და ტექნიკაში.
მიზნები და შედეგები
 ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება.  მოსმენის, დაკვირვების, გაანალიზების და ურთიერთანამშრომლობის  უნარის განვითარება. VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;

·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;

კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
·         იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 



კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
·         განიხილავს  დაკვირვებისა  გაზომვების დროს  გამოვლენილ  მოულოდნელობებს, ცდილობს მათ  ახსნას.
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.
  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მარტივი ცდების საშუალებით აკვირდება და ახასიათებს ზედაპირულ დაჭიმულობას და კაპილარულ მოვლენებს;
წინასწარი ცოდნა
მოლეკულებს შორის ურთიერთქმედება
შეაფსების საგანი და პროცედურები
მოსმენის, დაკვირვების, გაანალიზების და ურთიერთანამშრომლობის  უნარი/ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება 
სასაწავლო მასალა  და ტექნიკური რესურსები
ჭიქა, წყალი ნემსი, ლურსმნები, ლითონის წვრილი საგნები, პიპეტი, პროექტორი, ლეპტოპი.
გაკვეთილის მსვლელობა
1.       საორგანიზაციო საკითხები-3წთ
2.       გონებრივი იერიში (საშინაო ცდის ანალიზი)-3წთ: მოახერხეთ წყლის ზედაპირზე ნემსის ისე დადება, რომ რომ არ ჩაძირულიყო? რა შეამჩნიეთ ნემსისა ად წყლის შეხების ადგილას? რა შენიშნეთ წყლის ზედაპირის შერხევის შემდეგ? რა შენიშნეთ წყლიან პიპეტს რომ თითები მოუჭირეთ? დაგრჩათ თუ არა ისეთი შთაბეჭდილება რომ წყლის ზედაპირული ფენა იქცევა გაჭიმული ელასტიკური აპკივით?
3.       ცდა 1 გვ.86-5წთ წყლით პირამდე სავსე ჭიქაში ვყრით ლითონის პატარა საგნებს მანამ სანამ წყლის ზედაპირის ამოზნექვა შესამჩნევი არ გახდება. ცდის ანალიზი: გაგონებთ თუ არა წყლის ზერდაპირის ამოზნექვა ბუშტის გაბერვის პროცესს? რა ხდება ხოლმე როცა ბუშტის ზედმეტად გაბერვას მოინდომებთ? როგორ ფიქრობთ რა მოხდება, თუ ჭიქაში ლითონის საგნების ჩაშვებას გავაგრძელებთ? (ვარაუდს ვამოწმებთ ცდით, საგნებს მანამ ვყრით ჭიქაში სანამ წყალი არ გადმოიღვრება)
4.       ცდა 2 გვ.86-2წთ ცდა 3 გვ.87-2წთ
5.        4 გვ.87 -ვაჩვენებ პროექტორის საშუალებით ვირტუალური ლაბორატორიიდან. 5წთ
6.       მინი ლექცია: სითხის ზედაპირული დაჭიმულობის ძალა და მისი მიმართულება -5წთ
7.       დამსველებელ და არადამსველებელ სითხესა და მყარ სხეულს შორის ურთიერთქმედების ახსნა, კაპილარული მილები- პრეზენტაციის გამოყენებით. -10 წთ
8.       რეფლექსია -10წთ: გვ 88=89 10, 11 და 12 კითხვების გააზრება.
9.       შეფასება 2წთ
10.   საშინაო დავალება -3წთ




No comments:

Post a Comment